სხვა

ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს – იენს სტოლტენბერგი

ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ სურთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო დამარცხდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მშვიდობიან დემოკრატიულ ერზე სასტიკი თავდასხმაა. ამ ომს მხარს უჭერენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მათ სურთ შეერთებული შტატების მარცხი. მათ სურთ ნატო-ს მარცხი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, მით მალე დასრულდება ომი.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია არ გვთავაზობს მშვიდობას და პუტინის წინაშე კაპიტულაცია არ იძლევა უსაფრთხოებას. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება ომი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარის დატოვება