17/05/2024
Latest:
სხვა

ღაზაში „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი და სამხედრო ობიექტები გავანადგურეთ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრსა და სარაკეტო გამშვებებს დაარტყეს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებს ისრაელის სამხრეთ ნაწილზე გუშინ დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათში დაარტყეს.

„ეს ადგილები მოიცავდა ბინას, რომელიც გამოიყენებოდა სამეთაურო ცენტრად სარაკეტო სროლის განსახორციელებლად და კიდევ ერთ ბინას, საიდანაც „ჰამასის“ შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ჯარებს“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ისრაელელი სამხედროები აგრძელებენ ფართომასშტაბიან ოპერაციას ღაზის სექტორის ქალაქ ზეიტუნის ტერიტორიაზე. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ზეიტუნში მოქმედმა ჯარებმა აღმოაჩინეს იარაღის საცავი, იარაღის მწარმოებელი ქარხანა, რაკეტების გამშვებები და დაუზუსტებელი სისტემები, რომლებსაც „ჰამასი“ ღაზაში ისრაელის ძალების წინააღმდეგ იყენებს.

 

კომენტარის დატოვება