01/05/2024
Latest:
სხვა

სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ, იქამდე მისი განადგურება თავიდან უნდა ავიცილოთ – ჯოზეფ ბორელი

სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ, იქამდე მისი განადგურება თავიდან უნდა ავიცილოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ერთ წელიწადში შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ იქამდე, მისი განადგურება თავიდან უნდა ავიცილოთ. Patriot-ის სისტემების ყიდვა უფრო იაფია, ვიდრე ელექტროსადგურის აღდგენა, რომელიც რუსებმა მიზანში ამოიღეს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის სამხედრო საჭიროებების განსახილველად 22 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართება.

„ძალთა ბალანსი უნდა აღვადგინოთ. ამ ამბავში ასიმეტრიაა: რუსეთს გამარჯვება არ სჭირდება, მათთვის საკმარისია, რომ არ დამარცხდნენ. მეორე მხრივ, უკრაინას შეჭრის მოსაგერიებლად გამარჯვება სჭირდება. ჩვენზეა დამოკიდებული, უზრუნველვყოფთ თუ არა უკრაინას საჭირო შეტევითი შესაძლებლობებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

კომენტარის დატოვება