30/04/2024
Latest:
ეკონომიკა

ჩინური პროდუქცია ევროპაში, რუსეთის გვერდის ავლით, საქართველოდან მოხვდება

თურქეთმა და ჩინეთმა ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ერთად კონსორციუმი  დააფუძნა, რომელიც ჩინეთის ტვრთების გადაზიდვას ევროპაში, რუსეთის გვერდით ავლით მოახდენს, – წერს lenta.ru.

“ამის შესახებ ხელშეკრულებას მსხვილმა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურმა ოპერატორებმა 28 ნოემბერს, სტამბულში მოაწერეს ხელი.

ჩინურ კომპანია Mishgeng Logistics ერთან კონსორციუმის დაფუძნებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სატრანსპორტო კომპანია КТЖ экспресс-მა, რომელიც “ყაზახეთის რკინიგზის” შემადგენლობაში, Азербайджанское Каспийское морское пароходство-მ და აზერაბიჯანულმა კომპანია Караван логистикс-მა, ასევე Trans Caucasus Terminals-მა, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” შვილობილი კომპანიაა.

თურქეთი კონსორციუმში, როგორც ასოცირებული წევრი ისეა წარმოდგენილი.

საბუთში აღნიშნულია, რომ ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა ჩინეთი – თურქეთი – ევროპისსატრანსპორტო მარშუტის პრეზენტაციის დროს.

პროექტის თანახმად, 2016 წლისთვის დაგეგმილია საქართველოს ტერიტორიის გავლით, რამდენიმე ათასი კონტეინერის ჩინეთიდან თურქეთში და ევროპაში ტრანსპორტირება.

მხარეები ასევე გეგმავენ შემდეგ წელს უკრაინიდან სახრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ტვრითის გადატანას.