03/05/2024
Latest:
საზოგადოება

The Economist-ის რედაქტორი: არავინ იცის რას იზამს ის “გიჟი კაცი” თეთრ სახლში

“ვშიშობ, რომ სანამ ბატონი ტრამპი ისწავლის, თუ როგორ იმართება სამყარო, პუტინმა შეიძლება რამე მოიმოქმედოს”

ედვარდ ლუკასმა, საქრთველოში ვიზიტის ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. გთავაზობთ “მოამბეს” ინტერვიუს ედვარდ ლუკასთან, რომელიც „The Economist”-ის რედაქტორს, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტზე, რუსეთ-ამერიკის შესაძლო ურთიერთობებსა და ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა.

– დონალდ ტრამპის არჩევამ გამოავლინა ის დიდი უფსკრული, რომელიც არის პოლიტიკურ სისტემასა და საზოგადოეაბას შორის. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას და თუ ასეა, როგორი უნდა იყოს დასავლური პოლიტიკური სისტემის რეაგირება ამ, ასე ვთქვათ, გამოწვევაზე?

 დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და საკმაოდ მოულოდნელად, თანაც ჰილარი კლინტომა აიღო იმაზე მეტი ხმა, ვიდრე “დომოკრატების” რომელიმე თეთრკანიან მამაკაც კანდიდატს აუღია ოდესმე. ტრამპს ჰქონდა საკმაოდ კარგი კამპანია, საკმაოდ უცნაური გზებით და ის ახლა პრეზიდენტია. ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. მან გამოიყენა ამერიკელთა უკმაყოფილების დიდი ტალღა, იმის გამო თუ როგორ იმართებოდა ქვეყანა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მოსახლეობის უმეტესობამ ხმა ჰილარი კლინტონს მისცა.  ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ამერიკაში, ბრიუსელში და სხვა დასავლურ ქვეყნებში ხალხი უკმაყოფილოა იმ მოვლენებით, რაც ამერიკაში ხდება. ანუ ადამიანები აძლევენ ხმას, რაღაცის წინააღმდეგ და არა საკუთარი სურვილების შესაბამისად. ჩემი აზრით, სწორად ასეთია ბრექსიტის და ტრამპის შემთხვევები. ხმის მიცემა არის პროტესტი იმის წინააღმდეგ, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რამ გააბრაზა ხალხი ბოლო 25 წლის განმავლობაში, გრძნობენ თუ არა ისინი, რომ მათ ხმას შეაქვს წვლილი იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც გავლენას ახდენენ თავიანთ ცხოვრებაზე . პოლიტიკოსებმა უნდა ჩაიხედონ სარკეში და აღიარონ, რომ ზოგჯერ არასწორ ნაბიჯებს დგამენ.

– არის კი დასავლური პოლიტიკური სისტემა მზად უპასუხოს ამ საზოგადოებას, რომლეიც გაბრაზებულია?

– ჩვენ ამას მანამდეც შევხვედრილვათ, ეს არ არის ახალი ფენომენი. ახალი მხოლოდ რამდენიმე ასპექტია. ვეჭვობ, როდესაც ტრამპი შევა თეთრ სახლში, გააცნობიერებს, რომ ცხოვრება უფრო რთულია, ვიდრე მას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეგონა, აღმოაჩენს რომ მას სჭირდება მოკავშირეები, უნდა წავიდეს კომპრომისებზე. ვფიქრობ, ეს იქნება ნაკლებად რადიკალური ადმინისტრავია, ვიდრე ეს წინასაარჩევოდ ჩანდა. მაგრამ, ჩვენ პოლიტიკოსები, მედია, სხვა ინსტიტუციები, უნდა დავფიქრდეთ იმ გზებზე, რომლითაც მივდივართ. ჩენ გვაქვს ბევრი მაგალითი, ისეთი როგორიცაა 1991 წელი, როდესაც ჩვენ ვნახეთ დიდი ისტორიის დასასრული, როდესაც ხალხი მიხვდა, რომ სისტემა არ მუშაობს.

– ბოლო დროის ყველაზე განხილვადი თემა არის რუსეთთან შესაძლო ურთიერთობები. როგორ ფიქრობთ, არის კი ტრამპი მართლაც კომფორტული პარტნიორი პუტინისათვის, მაშინ როდესაც პუტინმა ზედმიწევნით კარგად იცის, თუ როგორი ურთიერთობები უნდა ჰქონოდა დასავლური პოლიტიკის წარმომადგენლებთან, როგორიც შეიძლება ყოფილიყო კლინტონი ? 

– ვფიქრობ, პუტინიც გაკვირვებულია ტრამპის გამარჯვებით. ის რაც მას უნდოდა, იყო საკმაოდ არეული შედეგი, რის შედეგადაც ტრამპი ცუდად წააგებდა და ეს იქნებოდა დამამცირებელი და ხელის შემშლელი აშშ-სთვის. თანაც რუსეთს არ უყვარს ის, რისი წინასწარ განჭვრეტაც არ შეუძლია, განსაკუთრებით ძლიერ ქვეყნებში. იცით, რომ ამერიკა რუსეთზე გაცილებით ძლიერია, შესაბამისად გადასვლა შედარებით სუსტი, პროგნოზირებადი მმართველობიდან პიროვნებამდე, რომლეიც ფქიქოლოგიურად არც თუ ისე გაწონასწორებულია, არამგონია პუტინისთვის სახარბიელო იყოს. შესაბამნისად, შესაძოა ინანოს კიდეც ის მხარდაჭერა, რომელიც ტრამპს გამოუცხადა. შეიძლება, გარკვეულ საკითხებში კარგად ითანამშრომლოს, მაგრამ ვშიშობ 4 წლის განმავრობალში მნიშვნელოვან საკითხებზე პუტინს მოუწევს ფიქრი, იმაზე თუ რას მოიმოქმოდებს ის “გიჟი კაცი” თეთრ სახლში.

– რაც შეეხება ნატოს. რას ნიშავს ტრმაპის არჩევა ნატოსთვის, და ზოგაგდად დასავლური სურვილისთვის, იყოს ერთიანი ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა უსაფრთხოება, კლიმატური ცვლილებები, უნივერსალური ღირებულებები და სხვა.

– ეს ძალიან ცუდია და უკვე დიდია ზიანი იმით, რაც ჩვენ მოვისმინეთ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში. ასევე, იმ ფაქტით, რომ რუსეთმა შეძლო საარჩევნო ბატალიებში ჩარევა ჰაკერობითა და ინფორმაციი გადინებით და ეს შერჩა.  ეს ძალიან ცუდია, როცა ხედავ, რომ ასე იქცევა მსოფლიოს ყველაზე დიდი და ძლიერი დემოკრატია და ეს  ამერიკისა და ზოგადად დასავლეთის პრესტიჟს დიდ დარტყმას აყენებს.

ვფიქრობ, ნატოსთვის ისტორიის მანძილზე ეს ყველაზე დიდი კრიზისია. ჩვენ ალიანსიდან საფრანგეთის დროებითი გასვლა გადავიტანეთ, მაგრამ როცა ხედავ ამერიკას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მე-5 მუხლს, კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს, რომელიც ერთ-ერთი ღერძია, ვთვლი, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გველის. ვშიშობ, რომ სანამ ბატონი ტრამპი ისწავლის, თუ როგორ იმართება სამყარო, პუტიმა შეიძლება რამე მოიმოქმედოს. პუტინმა ეს შეიძლება ინაუგურაციამდეც გააკეთოს. მე იმისიც მეშიანია, რომ ტრამპი შემოტრიალდება და პუტინს გარიგებას შესთავაზებს და ეს გარიგება საქართველოსა და უკრაინის თავებზე გაივლის, ასევე მოსაზღვრე ქვეყნების და პოლონეთის, რაც იქნება კატასტროფა ევროპული უსაფრთხოებისთვის.

თქვენ ახსენეთ რომ ნატოსთვის ეს არის ყველაზე კრიტიკული პერიოდი. ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემაზე დისკუსიები უკვე დაწყებულია. ეს რაიმე სახით წარმოეჩანს სკეპტიციზმს ევროატლანტიკური სტრუქტურის მიმართ? როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა?

– პირველ რიგში, თუ ევროპამ მოინდომა შეძლებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის თანხების გამოძებნას. ევროპაში 500 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მას საკამოდ დიდი ბიუჯეტი აქვს. თუ მათ არ უნდათ თავის დაცვა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამის ფული არ აქვთ. უბრალოდ ფულის გადახდა და რეალური რისკის აღება არ სურთ. ამას 20 წელია ვაფრთხილებ. თუ გააგრძელებთ უფასო ამერიკული უსაფრთხოებით სარგებლობას ერთ დღეს შეიძლება ამერიკა სხვადასხვა მიზეზების გამო თქვენს გვერდით აღარ იდგეს და ტქვენ ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით. ახლა ასეც მოხდა. ევროპა 20 წლის შედეგს იმკის. დიდი იმედი მაქვს ერთად ვიდგებით ნატოსთან. დიდი იმედი მაქვს ამას გააკეთებენ ნატოს მოკავშირე ქვეყნებიც. ნატო როგორც არასდროს ისე იქნება დამოკიდებული ევროპის იმ ნაწილზე, რომელიც საკმაოდ სუსტია.

მოდით დავუბრუნდეთ ტრამპს. ფიქრობთ თუ არა რომ ის ისეთი ცუდია, როგორსაც მას წარმოაჩენს მედიის და ანალიტიკოსების ნაწილი თუ რეალურად შესაძლებელია ამომრჩეველს ელოდეს ლუსტრაცია?

– გააჩნია რას გულისხმობს სიტყვა ცუდი. ჩვენ ამერიკის ცუდი პრეზიდენტები ადრეც გვყოლია. ნიქსონი ცუდი კაცი იყო. გააჩნია რას ნიშნავს ეს სიტყვა. მაგალითად, მისი განათლების დონე, რომელიც საკმაოდ დაბალია. თუმცა ასეთი პრეზიდენტებიც გვყოლია, რომლებმაც ბევრი არაფერი იცოდნენ სამყაროზე. ეს ნიშნავს, რომ ის მნიშვნელოვნად უნდა იყოს დამოკიდებული ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ სპენსზე და ადმინისტრაციაზე, მაგრამ  ამის სწავლაც შეიძლება.საუბარია მის ტემპერამენტზეც, რომელიც საკმაოდ თხელტანიანი და შურისმაძიებელია. ეს ძალიან ცუდი თვისებაა პრეზიდენტისთვის. ის გროტესკული დაპირებები, რომელიც ტრამპა გასცა თეთრი ნაციონალისტებისთვის, ანტი მუსლიმური და განცალკევების პოლიტიკა. ეს ახლა უკან უნდა წაიღოს და ამის გამო მისი ამომრჩეველი უკმაყოფილო დარჩება, მაგრამ მან უკვე ლეგიტიმური გახადა ისეთი დისკუსია, რომელშიც ბევრი ცუდი და უხამსი შეიძლება ითქვას. შხმაი, რომელიც სისტემაში შემოიტანა, იქ მისი პრეზიდენტობის შემდეგაც დარჩება. დანარჩენი სამყაროს პრობლემა კი ის არის, რომ ჩვენ უნდა ავიტანოთ ის პერიოდი თუ როგორ სწავლობს ტრამპი პრეზიდენტობას. ალბათ, მისი შეცდომების გამო ჩვენც მოგვიწევს საფასურის გადახდა.