მსოფლიო

ფეისბუქის განახლებული წესდება და შემცირებული სავაჭრო სივრცე

ფეისბუქი სიახლეებს აანონსებს და საზოგადოებას კომპანიის ახალ წესდებას აცნობს. ეს წესები მსროლელთა ეროვნულ ასოციაციას ეხება, რომელსაც ფეისბუქზე დაახლოებით 4.7 მილიონი ფანი ჰყავს.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ იარაღის წინააღმდეგ არსებული ორგანიზაცია უფრო ბევრად მეტ ადამიანს ითვლის, ვიდრე მსროლელთა ეროვნული ასოციაცია.

ამ და კიდევ სხვა მიზეზების გათვალისწინების შედეგად, სოციალური ქსელის გიგანტმა გადაწყვიტა მის მფლობელობაში არსებული პლატფორმიდან, ფეისბუქსა და ინსტაგრამიდან აიკრძალოს იარაღის გაყიდვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ახალი კანონი არ შეეხება ლიცენზირებულ საცალო მოვაჭრეებს.

“ჩვენ გადავწყვიტეთ განვაახლოთ ჩვენი წესდება, რათა ავკრძალოთ კერძო და ფარული გაყიდვები და დავიცვათ მომხმარებლები არასანდოობისგან. განახლებული კოდექსი, ძალიან ჰგავს ჩვენს კომერციული და სარეკლამო წესდების კოდექსს, რომელიც კრძალავს ნარკოტიკული, არალეგალური, ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამას.” – აცხადებს კომპანიის პრესსპიკერი.

ამ ნაბიჯით, ფეისბუქი და მისი აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი საკმაოდ შეამცირებს eBay-სა და digital classifieds player Craigslist-ის ბაზარს.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]