04/05/2024
Latest:
მსოფლიო

აზერბაიჯანში სავალუტო ჯიხურები დახურეს

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ფუნქციონირება აუკრძალა.

ვალუტის გადაცვლა დღეიდან მხოლოდ ბანკის ოფისებში იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Trend.az იუწყება.

ამასთან, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები შენარჩუნებული იქნება ტურისტულ ადგილებში, მაგალითად, აეროპორტებსა და სასტუმროებში.

აღნიშნულ სიახლეს მარეგულირებელი ორგანო უფრო ოპერატიული მომსახურების უზრუნველყოფით ხსნის.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით 914 ბანკის ფილიალი ფუნქციონირებს, მათ შორის 458 რეგიონებში მდებარეობს.

info9