07/05/2024
Latest:
მსოფლიო

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება 15 ქვეყანას ჩამოართვეს

წევრობის საფასურის გადაუხდელობის გამო, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება 15 ქვეყანას ჩამოართვეს. როგორც სააგენტო “AP” იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა მიიღო.

ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს ვენესუელას, დომინიკას რესპუბლიკას, ბურუნდის, ლიბიას და სხვა. ვენესუელას, რომელიც წელს გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, 3 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადასახდელი.

გაერო-ს სასანქციო სიაში თავდაპირველად ირანიც იყო დასახელებული, თუმცა ქვეყანამ დავალიანება ბოლო მომენტში გადაიხადა. ამასთანავე, დავალიანების მიუხედავად, გაერო-მ არ ჩამოართვა ხმის უფლება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იემენი და სომალი, რადგან ორივე სახელმწიფოში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა.