მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 31 ივლისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი დოკუმენტი, ევროკავშირის ჟურნალში დღეს გამოქვეყნდა.

სანქციების გაგრძელების შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია 21 დეკემბერს გავრცელდა. გადაწყვეტილებას, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები აძლევდნენ ხმას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანქციების გახანგრძლივება უკავშირდება მინსკის შეთანხმების პუნქტების სრულ დაკმაყოფილებას, რომლის შედეგად, უკრაინის აღმოსავლეთით უნდა აღდგეს მშვიდობა.

მოსკოვში, აღნიშნულ გადაწყვეტილებას “ალოგიკური” უწოდეს.

“ჩვენი დროების ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ (რასაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა წარმოადგენს) კონსტრუქციული თანამშრომლობის ნაცვლად, მათ სანქციების ახლომხედველი თამაში ამჯობინეს”,

– აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ipress.ge