რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა ეგვიპტეში კატასტროფა განიცადა
რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა ეგვიპტეში კატასტროფა განიცადა.
ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანია “კოგალიმავიას” ლაინერი Airbus-321 ეგვიპტეში ჩამოვარდა.
როგორც “რია ნოვოსტი” იტყობინება, თვითმფრინავის ნაწილები ეგვიპტეში იპოვეს.
თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა.
ლაინერი რეისს – „შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგი“ ასრულებდა.
[wpolling id=”9″ width=”” height=””]