02/05/2024
Latest:
საზოგადოება

გაზეთ “ბანკები და ფინანსებში“ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით „ბანკი რესპუბლიკა“ განცხადებას ავრცელებს

გაზეთ “ბანკები და ფინანსებში“ მომზადებულ მასალასთან დაკავსირებით „ბანკი რესპუბლიკა“ განცხადებას ავრცელებს გაზეთ „ბანკები და ფინანსებში“ გამოქვეყნებულ მასალას სათაურით, – “ბანკი რესპუბლიკა” სკანდალში ეხვევა, „ბანკი რესპუბლიკა“ ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

„რამდენიმე საათის წინ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ და სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ბანკ რესპუბლიკაში“ მომხდარი თაღლითობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ რიგი მედიასაშუალებები ხელს უწყობენ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში საბანკო სისტემისადმი ნდობის შელახვას. “ბანკი რესპუბლიკა“ საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. შესაბამისად, ის მუშაობს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით და აქვს როგორც სისტემური, ისე შიდა კონტროლის ეფექტური მექანიზმები, რომელიც ითვალისწინებს მრავალდონიან ავტორიზაციას და რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მსგავს თაღლითურ ქმედებას. საყურადღებოა, რომ არცერთ კლიენტს ბანკისთვის არ მოუმართავს საჩივრით მათ ანგარიშზე ამგვარი უჩვეულო ოპერაციის შესახებ. „ბანკი რესპუბლიკა“ მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, რომელმაც მოახდინა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, იგივე ფორმით მოახდინონ ამ ინფორმაციის უარყოფა, ან/და ამ განცხადების გამოქვეყნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას სასამართლოს გზით მოვითხოვოთ ამ ქმედების განხორციელება. ბანკი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თავისი კლიენტების მაღალხარისხიანი საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ რედაქცია აღნიშნავს, რომ თემაზე მუშაობას აგრძელებს, –მზადდება შესაბამისი წერილები საქართველოს ეროვნული ბანკის, „ბანკი რესპუბლიკას“ დამფუძნებელი „სოსიეტე ჟენერალესა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით. ვიაზრებთ, რა საკითხის მნიშვნელობას, თემის მოკვლევას ბოლომდე მივიყვანთ და შესაბამის მასალას საზოგადოებას უახლოეს მომავალში შევთავაზებთ.