01/05/2024
Latest:
საზოგადოება

იპოთეკით დაზარალებულებს, შესაძლოა, სახელმწიფო დაეხმაროს

იპოთეკით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, შესაძლოა, სახელმწიფომ დახმარების კონკრეტული გეგმა შეიმუშაოს.

საქმე იმაშია, რომ დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პრემიერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და ყოველდღიურად მატულობს.

თუმცა, ქვეყანას არა აქვს კონკრეტული დახმარების მექანიზმი, რომლითაც დაზარალებულებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს.

სწორედ ეს შეთავაზება მიიღო დღეს პრემიერმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული მისიისგან”.

როგორც აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებელმა, არჩილ შველიძემ განცხადა, პრემიერ-მინისტრი მზად არის არასამთავრობო სექტორთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზებზე იზრუნოს.

“დღეს შევთავაზეთ პრემიერ-მინისტრს დაინტერესდეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობით, მისგან მივიღეთ თანხმობა, რომ ერთობლივი მუშაობის საფუძველზე, პრობლემის გადაჭრის გზა დაისახება. ჩვენი ინიციატივაა, პირველ რიგში, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზუსტად გაარკვევს, რამდენი ადამიანია ქვეყანაში იპოთეკით დაზარალებული. უნდა მოხდეს იმ ადამიანების სორტირება, რომლებიც თავს იპოთეკით დაზარალებულად მიიჩნევენ, შემდეგ კი პრიორიტეტები დაიგეგმოს და სახელმწიფომ ისე შესთავაზოს მათ დახმარება.

მივაჩნია, რომ თუ ვინმეს საპროცესო გარიგება გააფორმებინეს, რის გამოც, მას სახლის იპოთეკით დატვირთვა მოუხდა და ამის გამო საცხოვრებელი დაკარგა, ან იგივე პრობლემა ავადმყოფობის გამო დაუდგა, სახელმწიფომ ამ ადამიანების დახმარებაზე უნდა იზრუნოს. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რა მასშტაბისა პრობლემა და  რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეს 2-მილიარდიანი პრობლემაა,თუმცა, მიგვაჩნია, რომ  პრობლემა გაცილებით უფრო ნაკლებმასშტაბური და ნაკლებხარჯიანია.2006 წლიდან 2012 წლამდე  84 ათასი ოჯახია გამოსახლებული იპოთეკის გამო.  ეს კი, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანია. ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა იაფი, გრძელვადიანი სესხების გაცემით შესაძლებელია მოგვარდეს. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუმცა არა ყველა ოჯახზე. როგორც დღეს ჩვენთან საუბრისას პრემიერმა თქვა, მზად არის, ამ საკითხზე საუბარი გაგრძელდეს. შემდეგი შეხვედრისთვის მზადებას ვიწყებთ და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ეს შეხვედრაც შედგება”, _ აღნიშნა შველიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას და დასძინა, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ საკითხებზე მუშაობას ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან და დაზარალებულებთან ერთად გააგრძელებს.

“იპოთეკით დაზარალებულები მთელს საქართველოში არიან და ჩვენი მიზანია ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ, რათა უკეთესად შევძლოთ პრობლემის შესწავლა და გადაჭრის გზების პოვნა”, _ აღნიშნა შველიძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას მმართველობის რეფორმის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა.

ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში და საზოგადოებისსხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებისპროცესში კიდევ უფრო მაღალი იყოს. მინდა, ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველაიმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის აქტუალურია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მმართველობის რეფორმა იქნება, რაც გამჭვირვალობის ზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს.

არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიკრიტიკულად მნიშვნელოვანია”, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო

[wpolling id=”11″ width=”” height=””]