საზოგადოება

ირაკლი ბათიაშვილი: ახლა მთავარია, წამლების ფასი დარეგულირდეს

მედიკამენტებზე ფასებმა დაიკლო. ინფორმაციას თავად მსხვილი სააფთიაქო ქსელები ავრცელებენ. ამავდროულად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აქვეყნებს კვლევას, სადაც ასევე საუბარია წამლების ფასის კლების ტენდენციაზე. ასოციაციაში ამ ტენდენციას უკავშირებენ ფარმაცევტულ ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლას, რომელიც არსებულთან შედარებით, 30%-ით დაბალი ფასებით ოპერირებს.

წამლების ფასის კლებაზე გვესაუბრა ფილოსოფიის დოქტორი, სახალხო კრების ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ბათიაშვილი:

„ძალიან კარგია, თუ ფასები იკლებს. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაც საზოგადოებას აწუხებს. თუ ასე გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება“.

ირაკლი ბათიაშვილი ეთანხმება აფბას მოსაზრებას, რომ წამლებზე ფასების კლება ახალი კომპანიის შემოსვლამ განაპირობა:

„ძალიან კარგია „ჰუმანითის“ გამოჩენა, ასეთი რაღაცები მუდმივად უნდა კეთდებოდეს. ეს საბაზრო ეკონომიკის კანონია, გაიზრდება კონკურენცია და შესაბამისად, სხვა კომპანიებიც დაწევენ ფასებს. ახლა ესაა მთავარი, წამლების ფასი უნდა დარეგულირდეს, თორემ ჯანდაცვის სფეროში რომ კარგი რეფორმები განხორციელდა ბოლო დროს, ეს ყველასათვის ცნობილია.”