საქართველო 16 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორისაა
ტელეკომპანია CNN-მა საქართველო 2016 წლის 16 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.
ტელეკომპანია თავის მაყურებელს 2016 წელს მოგზაურობას საქართველოსთან ერთად კიდევ 15 ქვეყანაში ურჩევს. რჩეულებს შორისაა მონღოლეთი, პაპუა, ახალი გვინეა, ისლანდია, ნორვეგია, მადაგასკარი, გაბონი, ირანი, რუმინეთი, ტაივანი და ინდოეთი. CNN-ის რეიტინგი დარგის ექსპერტების გამოკითხვის შედეგად არის შედგენილი.
“ქვეყანას არაჩვეულებრივ მიმართულებად აქცევს მისი განსაცვიფრებელი არქიტექტურა, კულტურა და ბუნება. სამხრეთ კავკასიის მტებიდან 750 მილია და ეს ადგილები ფეხით მოსიარულეებს, თხილამურების მოყვარულებსა და ჯირითით გატაცებულებს იწვევს. დათოვლილი ხეობები და ძველ სოფლებში მიმოფენილი უძველესი ეკლესიები, კოშკები და გადაწოლილი ვენახები.
იაფი ფრენებით, ახალი მარშუტებით და განახლებული ინფრასტრუქტურით საქართველო 2016 წლის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებაა. საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის დიდი ზრდაა და ეს რაოდენობა 2016 წელსაც გაიზრდება“, – წერს CNN.