მსოფლიო

“ისლამური სახელმწიფო” ნავთობის გაყიდვიდან ყოველთვიურად 50 მილიონ დოლარს იღებს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიასა და ერაყში მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ნავთობის გაყიდვით ყოველთვიურად 50 მილიონ დოლარს იღებს.

ერაყის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავლების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. დაჯგუფება მყიდველს ნავთობს დემპინგურ ფასად სთავაზობს, რითაც ნავთობის შეძენის მსურველთა დაინტერესებას იწვევს. არსებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ხშირ შემთხვევაში ნავთობს ბარელზე 35 დოლარად ყიდის, ზოგჯერ კი 10 დოლარადაც.

ერაყის დაზვერვის სამსახურის ცნობით, „ისლამური სახელმწიფო“ ამჟამად სირიაში ნავთობის 253 ჭაბურღილს ფლობს და დღიურად სირიაში 30 ათას ბარელ ნავთობს იღებს, ერაყში კი 20 ათასამდე ბარელს.

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გაყიდული ნავთობის ძირითადი მომხმარებლები თურქი კონტრაბანდისტები არიან, რომლებიც შემდეგ ამ ნავთობს უფრო ძვირად ყიდიან. ერაყის დაზვერვის ცნობით, ნავთობის ერთი ნაწილი ქურთების მიერ დაკავებულ ერაყის რეგიონებში იყიდება.

ნავთობის გაყიდვით მიღებულ ფულს თურქი კონტრაბანდისტები „ისლამური სახელმწიფოს” წევრ ქალებს უხდიან.

წყარო: bpn.ge