მსოფლიო

მაიკლ ბლუმბერგი: მილიარდერის და მერის 10 წესი

გთავაზობთ ამერიკელი ბიზნესმენის, ნიუ–იორკის მერის, მაიკლ რუბენს ბლუმბერგის ცხოვრების 10 წესს.

1. მე ძალიან მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ის საქმე, რასაც მათთვის შემოსავალი მოაქვს. უნდა გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ.

2. უწყვეტი და თავდაუზოგავი შორმა ზრდის თქვენი წარმატების შანსებს. თუმცა, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ყველაფერი იდეალურად გამოგივათ. ზოგჯერ შემთხვევითობაზეც უნდა გათვალოთ.

3. მე ყოველთვის სერიოზულად ვუდგებოდი კარიერულ ზრდას, თუმცა არასოდეს მქონია ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ მიმეღწია ამა თუ იმ შედეგისთვის. საქმე იმაშია, რომ მე არ ვწერ ცხოვრებას, როგორც გრაფიკს.

4. მე ძალიან მიყვარს კვირის საღამო, რადგან ვიცი, რომ ორშაბათს, დილით გაღვიძების შემდეგ მელის ხუთი მომხიბვლელი დღე სამსახურში.

5. დაითვალეთ რამდენ დროს ატარებთ ოფისსა და გზაში. თუ ეს ციფრი არ გაწყობთ, მაშინ უბრალოდ არსებობისთვის მუშაობთ.

6. მე უპირატესობას ვანიჭებ მოქმედებას და არა სტრატეგიულ დაგეგმვას. მე მიყვარს, როცა ყველაფერს თავად ვაკეთებ და არც «ხელების დასვრის» მეშინია.

7. თუ თქვენ ხედავთ, რომ იდეას თქვენთვის საჭირო შედეგები არ მოაქვს გონივრული პერიოდის მანძლზე, ღრმად ჩაისუნთქეთ, კბილები დაკრიჭეთ და დაასრულეთ ეს შერკინება

8. ადამიანები — საუკეთესო რამ, რაც ჩემს კომპანიაშია. არცერთ მათგანს, მათ შორისარც მე, ცალკე კაბინეტი არ გვაქვს.

9. დროდადრო, წარმატების ნაყოფით გარემოცულიც კი, რას მოიაზრებს ფულს, ძალაუფლებას, ცნობადობას — ფრუსტრაციაში ვვარდები და ვოცნებობ ყველაფრის თავიდან დაწყებას.

10. თუ თქვენ გინდათ გახდეთ სახელმწიფო მოხელე, მე გირჩევთ ჯერ მილიარდერი გახდეთ.

[wpolling id=”6″ width=”” height=””]