სხვა

„ივანიშვილის მოქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა” – თინა ბოკუჩავა

ივანიშვილის ქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ივანიშვილის მოქმედებების გამო, ისევე როგორ აშშ-ში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესაძლებელია ინდივიდუალური სანქციების განხილვა. იცით მათ შორის, რომ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე, რაც განმარტეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, რომ მოითხოვს 15 წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას და არა კონსენსუსს“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

კომენტარის დატოვება