სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ცხრავე ცხედარი ამოსვენებულია. ფაქტობრივად, ჩვენ დავასრულეთ ძებნა-შველის ღონისძიება და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოების ბოლო ეტაპი. იდენტიფიცირებულია ყველა გარდაცვლილი”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.