სხვა

“ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი” – მამუკა მდინარაძე

ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან  ჩინეთის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწყების გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სავაჭრო -ეკონომიკურ ურთიერთობებზე დადებითად აისახება.

ეს ნიშნავს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ქვეყნის პასპორტს მსოფლიოში თავისი ფასი და ძალა აქვს. ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა. საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ და ამ შემთხვევაში ძალიან დიდ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას და არის ძალიან კარგი. ეს გადაადგილება ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზეც ძალიან კარგად აისახება. ამიტომ ქართული პასპორტის გაძლიერება ნიშნავს ქართველი მოქალაქის გაძლიერებას მსოფლიო ასპარეზზე, ქართული ეკონომიკის გაძლიერებას, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას ჩინეთთან და მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეიძლება იყოს. ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც თავისი გვერდითი კიდევ მეტი პოზიტიური და დადებითი ეფექტებიც აქვს,” – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარის დატოვება