02/05/2024
Latest:
საზოგადოება

კახა კალაძე თავდაცვის მინისტრს გარდაბანში სპეცუბნების გაუქმების თხოვნით მიმართავს

გარდაბანში სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანზიაციების პროტესტს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ანალოგიური თხოვნით მიმართა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ხელისუფლებას წარმატების მიღწევისთვის არანაირი პრობლემა არ გააჩნია.

“მინდა ვთხოვო ქალბატონ ხიდაშელს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა და თუ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, გაუქმებული იქნეს ეს სპეცუბნები. მე კიდევ ერთხელ გულწრფელად მინდა ვთქვა და ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია იმისა, რომ მივაღწიოთ წარმატებას. თუ ეს არის არაკანონიერი, შესაბამისად, ალბათ იმ არასამთავრობოების მოთხოვნა არის სწორი“,

– აღნიშნა კახა კალაძემ.