04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ხუდონჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოში დარჩება

“ხუდონჰესის” პროექტში ცვლილება შედის,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, თუ ინვესტორი აქამდე ვალდებული იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია 3 თვის განმავლობაში საქართველოში დაეტოვებინა, ცვლილების შემდეგ, მოუწევს, რომ მთელი წლის განმავლობაში დატოვოს.

„მიმდინარეობს 2011 წლის გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე საუბარი. კერძოდ, ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სამი თვის ნაცვლად მთელი წლის განმავლობაში დატოვოს საქართველოში“

– განაცხადა ღარიბაშილმა.

გაფორმებული მემორანდუმის შეცვლაზე მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან დაწყებულია.