დღეს სებ-ის პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს
როგორი იქნება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა 15 ივნისამდე ოთხშაბათს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავად განმარტავს.
კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (მპკ) გადაწყვეტილებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრებს, რომელიც 14:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, 2015 წლის დეკემბრიდან რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება. ოთხშაბათს მპკ-ს სხდომა იმართება, სადაც ეკონომიკაში არსებული ვითარებისა და ინფლაციის მოლოდინების გათვალისწინებით, აღნიშნული განაკვეთის შემცირების ან შენარჩუნების გადაწყვეტილებას მიიღებენ.
წყარო: GBC