04/05/2024
Latest:
მსოფლიო

გუგლის თანადამფუძნებელ ლარი ფეიჯის საიდუმლო ინვესტიცია და ახალი პროექტი

ლარი ფეიჯი, კომპანია გუგლის თანადამაარსებელი და ამჟამად შვილობილი კომპანია Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი, საიდუმლო ინვესტიციების განხორციელებაში გამოიჭირეს.

როგორც bloomberg-ი იუწყება, ეს ინფორმაცია სანდო წყაროებიდან გავრცელდა.

გაცხადდა, საიდუმლო სტარტაპ Zee.Aero-ს შესახებ, რომელიც 2010 წლიდან დაიწყო.

მილიარდელის ახალი პროექტი და 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია არც მეტი, არც ნაკლები მფრინავი მანქანის შექმნაშია ჩადებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლარი ფეიჯმა ამ პროექტში თავისი საკუთარი ფული ჩადო და კომპანია, რომელიც შექმნა კალიფორნიაში 150 კაციანი გუნდისგან შედგება.

ეს ყველაფერი არ არის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლარი ფეიჯმა მფრინავი მანქანის მეორე სტარტაპი წამოიწყო, სახელად “Kitty Hawk”-ი. ეს პროექტი Zee.Aero-ს სტარტაპიდან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, თუმცა მიზნები მსგავსია. ამ უკანასკნელ სტარტაპში ბიზნესმენმა რამდენი დააბანდა ცნობილი არ არის.

გაგიკვირდებათ და ეს პროექტები სრულიად უსაფუძვლოც არ ჩანს: Zee.Aero-ს უკვე ორი პროტოტიპი აქვს შექმნილი და რეგულარულ სატესტო ფრენებს ატარებს.

ზემოთ მოცემული დიაგრამა, 2011 წლის ნიმუშია და პატენტი. თუმცა ამჟამინდელი არსებული პროტოტიპი უფრო მარტივი და დახვეწილია.