09/05/2024
Latest:
მსოფლიო

მარიხუანა “კარიბჭის ნარკოტიკების” სიიდან ამოიღეს

მსოფლიოს უმსხვილესმა ანტინარკოტიკულმა ორგანიზაციამ D.A.R.E. მარიხუანა ე.წ. “კარიბჭის ნარკოტიკების” სიიდან ოფიციალურად ამოიღო.

ე.წ. „კარიბჭის თეორია“ გულისხმობს, რომ ადამიანები, რომლებიც მსუბუქი ნივთიერებების მოხმარებით იწყებენ, შემდეგ მძიმე ნარკოტიკებზე გადადიან, მაგალითად როგორიცაა ჰეროინი და კოკაინი.

ეს არის საკმაოდ გავრცელებული არგუმენტი, რომელიც მარიხუანას აკრძალვის გასამართლებად მოჰყავთ ხოლმე.

ანტინარკოტიკული ორგანიზაცია D.A.R.E. -ი მუდმივად ატარებს კვლევებს და ანგარიშებს აქვეყნებს. ახლა კი D.A.R.E-მა მარიხუანა „კარიბჭის ნარკოტიკების“ სიიდან ამოიღო. სიაში რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული მხოლოდ თამბაქო და ალკოჰოლია აღნიშნული.

 

წყარო: Newposts.ge