ირლანდიაში უსახლკაროთა თავშესაფრებში ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა
ირლანდიაში უსახლკაროთა თავშესაფრებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ – ამის შესახებ ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა.
უწყება წერს, რომ ამ მხრივ საქართველო უსწრებს ნიგერიას, ბოტსვანას, უკრაინას, ეგვიპტეს, ბანგლადეშსა და ა.შ.
სტატისტიკის თანახმად, უსახლკაროთა თავშესაფრებში საქართველოს 3473 მოქალაქე იმყოფება.