06/05/2024
Latest:
მსოფლიო

ერთ წელში მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ საუბარია კომპანია Facebook -ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში State of Connectivity 2015: A Report on Global Internet Access.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, წლის ბოლოს 3,2 მლრდ ადამიანს ქონდა წვდომა ინტერნეტთან. 2014 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი – 2,9 მლრდ-ს შეადგენდა, შესაბამისად ზრდა 43 %-ის დონეზე დაფიქსირდა.

Facebook-ის შეფასებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად 200-300 მლნ-ით იზრდებოდა. მიუხედავად აღნიშნული მაჩვენებლებისა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 4,1 მლრდ მოსახლეობა ისევ ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი.