10/05/2024
Latest:
მსოფლიო

“მიგრაციის კრიზისისთვის ევროპას ყოველწლიურად 30 მილიარდი ევრო დასჭირდება”

მილიარდერი ჯორჯ სოროსი, ევროპის მიგრაციული კრიზისის გადაწყვეტის საკუთარ ვარიანტზე საუბრობს. სტატიაში, რომელიც The New York Review of Books-მა გამოქვეყნა, იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს ყოველწლიურად 30 მილიარდი ევრო დასჭირდება, რათა თურქეთი და სხვა “წინა ფრონტზე მდებარე ქვეყნები” საკმარისი ფინანსებით უზრუნველყოს, რის შედეგადაც, აღნიშნულ სახელმწიფოებს მიგრანტებისთვის შესაბამისი თავშესაფრისა და ცხოვრების პირობების შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ.

სოროსის თქმით, აღნიშნული თანხის აღება, უკვე არსებული სპეციალიზირებული ფონდებიდანაა შესაძლებელი. მაგალითად, ევროპული სტაბილიზაციის მექანიზმი. ბალანსის აღდგენისათვის ბიზნესმენი ახალი საერთოევროპული სავალო რესურსების შექმნას ასახელებს.

სოროსმა გააკრიტიკა მარტში გაფორმებული გადაწყვეტილება, რომელიც მიგარციის საკითხს ეხება. დოკუმენტი ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმდა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი მხარის  ინიციატივა იყო – გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის. სოროსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმების რეალიზაციისათვის საკმარისი რესურსი არაა გამოყოფილი, რის ფონზეც ევროპის ქვეყნები, საბერძნეთს “რიყავს”.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მისი წინადადების რეალიზაციის შემთხვევაში, მიგრანტები ნორმალურ, ადამიანურ პირობებში იცხოვრებენ, დასაქმდებიან, მიიღებენ განათლებას და ყველას ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში მოხვედრა აღარ მოუნდება.

წყარო: ibusness.ge