KFC-ის ახალი სკანდალი Twitter-ზე და საჯარო ბოდიში მომხმარებლებს
სულ ახლახანს, KFC-სს უკანასკნელი სოციალური აქტივობისა და კამპანიისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია ავსტრალიაში, ბრენდის გვერდზე ატვირთულმა ფოტომ.
რატომღაც ავსტრალიაში ბრენდის მარკეტერებმა ჩათვალეს, რომ კარგი იდეა იქნებოდა “Hot & Spicy” chicken-ის სექსუალურ ფოტოსთან შედარება. KFC Australia-ის ამ ქმედებას ძალიან დიდი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან, რის გამოც ბრენდმა აღნიშული ფოტო წაშალა და ბოდიშიც საჯაროდ მოიხადა.