საზოგადოება

მოსამართლე თეა ხამხაძემ დაპირებული სამართლიანობა დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ აღადგინა

„სენტაპეტროლიუმის“ დამფუძნებლები ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს “სენტაპეტროლიუმისა” და „ბემონს“  წილის იძულებითა და მუქარით  „გალფის“ ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ებზე  – „სანპეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia -სა და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ”-ზე გადაფორმებაში ადანაშაულებენ.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში კეზერაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულდა.

მოსამართლე თეა ხამხაძემ საქმეში, სადაც დავით კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას, ვერ დაადგინა ვერც იძულების და ვერც ფასთა სხვადასხვაობის ფაქტი, რათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ჰქონოდა. მიუხედავდ იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის საეჭვო დასკვნა, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზა აბათილებდა და თავად კეზერაშვილის მოადგილის ჩვენება ბიზნესის გამოძალვის დასტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თეა ხამხაძემ გადაწყვეტილება დაზარალებული ბიზნესმენების საწინააღმდეგოდ მიიღო.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა კეზერაშვილის მოადგილე მამუკა მუჯირი, რომელმაც დაწვრილებით უამბო მოსამართლეს, თუ როგორ იბარებდა დავით კეზერაშვილი „პიქსელის“ შენობაში ზაალ იაკობიძეს და დავით მიმინოშვილს და მათგან ბიზნესის და ქონების დათმობას ითხოვდა. მოსამართლეთეა ხამხაძემ აქ საეჭვო ვერაფერი ნახა.

მოსამართლემ იცის და უტყუარი ფაქტია, რომ ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი, ნებით ბიზნესის დათმობაზე უარის შემდეგ, დააპატიმრეს. დეტალურად იცის მოსამართლემ, რომ დავით იაკობიძე საპატიმროდან კეზერაშვილის მოთხოვნების შესასრულებლად და გადაფორმების საბუთებზე ხელის მოსაწერად გამოუშვეს, ხოლო ზაალ იაკობიძე პატიმრობაში დატოვეს „ბიზნესის“ საბოლოოდ წართმევამდე. მოსამართლე თეა ხამხაძემ აქ საეჭვო ვერაფერი ნახა.

მოსამართლემ ზუსტად მოისმინა „სამხარაულის“ ექსპერტის განმარტება, რომ მას „სენტა პეტროლიუმის“ ბიზნესი არ შეუფასებია და ამაზე ციფრებიც მეტყველაბს – ექსპერტმა მხოლოდ ქონება შეაფასა. ექსპერტმა ჩადუნელმა სასამართლოზე განაცხადა: „ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა შეგვეფასებინა უძრავ-მოძრავი ქონება და არაბიზნესი, ხაზგასმით ვამბობ, ქონება და არაბიზნესი“. სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩადუნელი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა შეკითხვა ბიზნესის შეფასების თაობაზე, თუმცა მოსამართლე ხამხაძეს წინ ედო, 2016 წლის 29 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც თეთრზე შავით წერია გამოძიების მიერ დასმული შეკითხვები, მათ შორის ბიზნესის შეფასებსთან დაკავშირებით. მოსამართლემ თეა ხამხაძემ აქ საეჭვო ვერაფერი ნახა.

სასამართლოზე მოსარჩელე მხარემ წარადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც დაამტკიცა, რომ „სამხარაულის“ ექსპერტს გიორგი ჩადუნელს „სენტა პერტოლიუმ ჯორჯიას“ და შპს „ბემონის“ ბიზნესი ან არ შეუფასებია, ან შეაფასა არასწორი მეთოდოლოგიით განზრახ, რომ შეუსაბამოს დაბალი ფასი დაედგინა. მოსამართლემ თეა ხამხაძემ აქ საეჭვო ვერაფერი ნახა.

ექსპერტმა გიორგი ჩადუნელმა „სანპეტროლიუ მჯორჯია“-ს დაკვეთით შეაფასა კომპანიის ქონება, ხოლო გამოძიების დაკვეთით ქონება და ბიზნესი ერთად. დასკვნებში ვკითხულობთ, რომ ქონების ღირებულება შეადგენს  22 000 000 აშშ დოლარს, ხოლო მეორე დასკვნაში, სადაც აქტივების, წილებისა და ბიზნესის ღირებულება განსაზღვრა, ღირებულება 22 200 000 დოლარია. ამ დასკვნების საფუძველზე გამოდის, რომ ბიზნესი ექსპერტმა 200 000 დოლარად შეაფასა. საუბარია ბიზნესზე, რომლის მოგება იძულებით გადაფორმებამდე, ბოლო წლის მონაცემებით 10 000 000 ლარამდე იყო.

სწორედ ამ დასკვნაში ვერ აღმოაჩინა მოსამართლე თეა ხამხაძემ ვერაფერი საეჭვო და გადაწყვიტა, რომ 10 000 000 მოგების მქონე ბიზნესი ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა დავით კეზერაშვილს უფასოდ გადასცეს, მხოლოდ ქონების საფასურად.  მოსამართლისთვის არც ის აღმოჩნდა საეჭვო, რომ ჩადუნელის მიერ შეფასებული ქონების ფასი ზუსტად დაემთხვა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხას – ანუ, დაადგინა ზუსტად იმდენი, რამდენიც კეზერაშვილმა გადაიხადა.

მოსამართლე თეა ხამხაძისთვისეს ბოლო განხილული სასამართლო დავაა – 12 სექტემბერს მან განაჩენი გამოიტანა და მოსამართლეობის ვადა გაუვიდა. 3 წლის განმავლობაში გაჭიანურებული დავა ხამხაძემ დაჩქარებული წესით, მოსამართლეობის ვადის გასვლამდე ზედიზედ დანიშნული პროცესების შემდეგ, 2 კვირაში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ 2 კვირის განმავლობაში პროცესები დაზარალებული მხარის დაცვის გარეშე ჩაატარა. მან არდააკმაყოფილა „სენტაპეტროლიუმის“ ადვოკატის შუამდგომლობა, ავადმყოფობის გამო, პროცესის გადადების თაობაზე.

ზაალ იაკობიძისა და დავით მიმინოშვილის საჩივრის საფუძველზე, 2013 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას თავდაპირველად აწარმოებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია. მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურატურაში, სამართალ წარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, აღნიშნული საქმის გამოძიება ზემოთაღნიშნულ დეპარტამენტში გაგრძელდა დაა მჟამადაც მიმდინარეობს.

მოსარჩელე მხარესა ქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლების სააპელაციო სასამარლოში გაასაჩივრებას აპირებს.