07/05/2024
Latest:
საზოგადოება

Die Welt: საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას 2016 წლის მეორე ნახევრიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზეთი Die Welt საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანული გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს, საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად იქნება შეფასებული.

როგორც გერმანული გაზეთის დიპლომატიური წყარო ამბობს, ამავე ანგარიშის მიხედვით, უკრაინას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით 2016 წლის გაზაფხულამდე მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების რეკომენდაციაც მიეცემა.

როგორც Die Welt აღნიშნავს, უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ნიშნავს, რომ ისინი შენგენის ზონაში შემავალ 26 ევროპულ სახელმწიფოში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ 6 თვიან პერიოდში მაქსიმუმ 3 თვის ხანგრძლივობით. აღნიშნული არ გულისხმობს ევროკავშირში უვიზოდ მუშაობასა და სწავლას. ამისთვის საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ადრინდელივით მოუწევთ სამუშაო და სასწავლო ვიზის მოპოვება.

წყარო: goodnews