02/05/2024
Latest:
მსოფლიო

მსოფლიოს 25 უმდიდრესი ქვეყანა

სია შეიქმნა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით

პატარა ქვეყნები აგრძელებენ დომინანტური ადგილის მოპოვებას მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სიაში, მაშინ როდესაც 2015 წლიდან მოყოლებული ტოპ-სამი ლიდერი უცვლელია.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ მსოფლიოს 25 ყველაზე მდიდარ ქვეყანას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ)-ს მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია სიღარიბის მაჩვენებელზე.

სიაში, 25 დან 13 ქვეყანა ევროპულია, დიდი ბრიტანეთი ტოპ-25-ში ვერ მოხვდა და 27-ე ადგილი დაიკავა ერთ სულ მოსახლეზე $39,224 (£27,241) მშპ-ს მაჩვენებლით.

კვლევაში ვერ მოხვდა ისეთი პატარა ქვეყნები, როგორებიცაა მონაკო, ვატიკანი, სან მარინო, ნაურუ, Liechtenstein და ანდორა.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრავს ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას.

მაშ ასე გთავაზობთ სიას:

1. ყატარი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $146,011 (£101,406)

2. ლუქსემბურგი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $94,167 (£65,399)

3. სინგაპური – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $84,821 (£58,909)

4. ბრუნეი (Brunei Darussalam) – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $80,335 (£55,793)

5. ქუვეითი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $71,600 (£49,726)

6. ნორვეგია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $67,619 (£46,962)

7. არაბთა გაერთიანებული საემირო – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $67,201 (46,671)

8. ჰონგ კონგი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $57,676 (£40,056)

9. შეერთებული შტატები – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $57,045 (£39,618)

10. შვეიცარია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $56,815 (£39,458)

11. საუდის არაბეთი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $56,253 (£39,068)

12. ბაჰრეინი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $52,830 (£36,690)

13. ნიდერლანდები – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $48,797 (£33,889)

14. ირლანდია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $48,786 (£33,882)

15. ავსტრალია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $48,288 (£33,536)

16. ავსტრია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $46,906 (£32,576)

17. შვედეთი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $46,386 (£32,215)

18. გერმანია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $46,165 (£32,062)

19. ტაივანი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $45,996 (£31,944)

20. კანადა – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $45,981 (£31,934)

21. დანია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $45,800 (£31,808)

22. ომანი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $44,903 (£31,185)

23. ისლანდია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $44,575 (£30,957)

24. ბელგია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $42,923 (£29,810)

25. საფრანგეთი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $41,396 (£28,749)

www.wom.ge