ტრამპი აცხადებს, რომ $10 მილიარდზე მეტ ქონებას ფლობს
აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ქონება $10 მილიარდზე მეტია, განაცხადა ტრამპის საარჩევნო შტაბმა.
თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი მისი ცნობა შემოსავლების შესახებ ყველაზე დიდი აღმოჩნდა სამსახურის არსებობის ისტორიაში და 104 გვერდისგან შედგება.
ამასთან, ჯერ ბიზნესმენს არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია, რაზეც ადრე მისმა კონკურენტმა ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა.
ტრამპმა 17 მაისს Reuters-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ამერიკამ რეფინანსირება უნდა გაუკეთოს გრძელვადიან ვალებს და უნდა გაუქმდეს ბიზნესის მარეგულირებელი ზოგიერთი ნორმა.
წყარო: Agora.ge