მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა სიას ზედიზედ მესამე წელია მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ლიდერობს.

2015 წელს რონალდოს შემოსავლები 82 მილიონი დოლარი იყო, რომლიდანაც 53 მილიონი ხელფასიდან და ბონუსებიდან, ხოლო 29 მილიონი რეკლამებიდან და სპონსორებისგან მიიღო.

2014 წლის მონაცემებით კი რონალდომ შემოსვლის სახით 79 მილიონი დოლარი მიიღო.

Forbes-ს სიაში მეორე ადგილს “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი იკავებს, რომლის შემოსავალი 2015 წელს 77 მილიონ დოლარს შეადგენდა (51 მილიონი – ხელფასი და ბონუსები, 26 მილიონი რეკლამები და სპონსორები). მესამე ადგილზე კი “პსჟ-ს” შვედი ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გავიდა, რომლის შემოსავალი 37 მილიონს შეადგენდა (30 მილიონი – ხელფასი და ბონუსები, 7 მილიონი – სპონსორები).

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული კი ასე გამოიყურება:

1. კრიშტიანო რონალდო – 82 მილიონი;

2. ლიონელ მესი – 77 მილიონი;

3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 37 მილიონი;

4. ნეიმარი – 36 მილიონი;

5. გარეტ ბეილი – 34 მილიონი;

6. უეინ რუნი – 26 მილიონი;

7. სერხიო აგუერო – 24 მილიონი;

8. ლუის სუარესი – 23 მილიონი;

9. ედენ აზარი – 22 მილიონი;

10. სესკ ფაბრეგასი – 21 მილიონი.