აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე უარი განაცხადა
აშშ-ის ხელისუფლებამ მარიხუანას ლეგალიზებაზე, მათ შორის სამედიცინო მიზნით, უარი განაცხადა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ნარკოტოკებთან ბრძოლის სამმართველომ მიიღო. კერძოდ, მარიხუანა პირველი კატეგორიის ნარკოტიკული ნივთიერებებში დატოვეს და დაასკვნეს, რომ მისი გამოყენება აშშ-ში მიღებულ სამედიცინო მომსახურების კრიტერიუმებს არ შეესაბამება.
უფრო ადრე ამერიკის რამენიმე შტატში მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენება დაუშვეს, კერძოდ ძლიერი ტკივილის ან დეპრესიის დროს. თუმცა, ფედერელაური ხელისუფლება მარიხუანაზე კონტროლის შესუსტებასა და მისი მოხმარების დაკანონებაზე კვლავინდებურად უარს აცხადებს.