02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“ნაცების დროს დადებული ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება ენერგეტიკაში, წამგებიანი იყო”

 

“გუშინ მაესტროზე ერთი ქალბატონი გამოდიოდა იგივე თემაზე და მრავალი შეცდომა დაუშვა ბუნებრი გაზის სფეროსთან დაკავშირებით, რაც არ გამკვირვებია თუმცა მისი კოლეგები (დიპლომატიური სამსახურიდან)90 წლების ბოლოს და 2000 წლების დასაწყისში,როცა საქართველო ნამდვილად იბრძოდა იმ ხელშეკრულების ხელმოსაწერად,რომელმაც შემდგომ წლებში ქვეყანა ჩამოაცილა რუსული გაზის მონოპოლისტს ასეთ ელემენტალურ შეცდომებს არ დაუშვებდენ , მაგრამ ერთი, რამ დიპლომატს უნდა სცოდნოდა საქართელო ენერგეტიკულ ქარტიას მიერთებული არის იმ პერიოდიდან ,როდესაც ის ალბათ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო.” – წერს სოციალურ ქსელში დავით მირცხულავა და განმარტავს:

აი ენერგეტიკულ გაერთიანებას დიდი იმედი მაქვს ამ წლის სექტემბერში მიუერთდებით.გარდა ამისა ამ ქალბატონმა ჩვენი ქვეყნის ამ მეგა პროექტებთან მიერთება ნაცებს მიაწერა,უბედნიერესი ადამიანი ვარ ,რომ იმადამიანებში,რომლებიც იმ პროექტებზე,ხელშეკრულებებზე,მუშაობდნენ წლების განმავლობაში არც ერთი ნაციონალ ფაშისტი არ გამხდარა და არც არის. ნაცების პერიოდში დადებული ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება ენერგტეიკაში, წამგებიანი იყო ქვეყნისთვის თავისი მემორანდუმებით, ჰიდროსადგურების მიყიდვით 2008 წლის შემდეგ და ასე შემდეგ ეს სხვა საუბრის დიდი თემაა…

დავით მირცხულავა  სხვა საკითხებსაც ეხება და წერს, რომ ბუნებრივი გაზის ბალანსში საქართველოს 2016 წელს დეფიციტი ნამდვილად აქვს.

“კითხვას, რომელსაც ამ დღეებში მუდმივად მისვამენ არა და მარტო ჟურნალისტები:

1. გვაქვს თუ არა დეფიციტი ბუნებრივი გაზის ბალანსში 2016 წელს? დიახ, ნამდვილად გვაქვს.

2. იცოდა თუ არა აზერბაიჯანულმა მხარემ ჩვენთან შესაძლო დეფიციტის წარმოშვებაზე ბუნებრივი გაზის ბალანსში? დიახ, იცოდა, გაზის კორპორაციაში უამრავი ფაქტობრივი მასალაა ამის. არის უამრავი მასალა იმის შესახებ, რომ ვერ ხერხდებოდა წლების (გნებავთ თვეების) მიხედვით მოთხოვნილი მოცულობების მიღება.

3. ვიყენებდით თუ არა რუსეთის “გაზპრომის” გაზს? დიახ, თუ რეალურ ბალანსებს ვნახავთ საქართველო მუდმივად იღებდა სომხეთისკენ რუსეთიდან გატარებული გაზის 10%-ს და მეტიც მუდმივად იღებდა “გნებავთ” არა სანქცირებულად გაზის დამატებით მოცულობასაც, რომელიც ურთიერთანგარიშსწორებით იფარებოდა. ფაქტობრივად, ამ მილის გაზს ჰქონდა გარკვეული “გაზსაცავი”-ს ფუნქცია.

4. არის თუ არა “გაზპრომი”, რუსეთი, მაღალი რისკის მომწოდებლები? დიახ, ნამდვილდ არის, თუმცა მე არ შევალ დისკუსიებში იმ ადამიანებთან, რომლებიც თვლიან, რომ 300 მგვტის დენის მომწოდებელი რუსეთის სახელმწიფო კომპანია ნაკლებად სარისკოა. ეს “შეგნებული” ინფანტილიზმია მსჯელობაში, თუ ვისაუბრებთ ასეთ სისულელეზე: პუტინს გენერალი იგორ სეჩინი (ეხლა მენავთობე) უფრო ნაკლებად ემორჩილება (ინტერაოს ყოფილი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც ეგ “ბატონი” იყო), ვიდრე ალექსი მილერი, “გაზპრომის” შეფი, ან მისი უახლოესი მეგობარი ბანკირი კოვალჩუკი, რომლის შვილი ხელმძღვანელობს “ინტერაოს”. სასაცილოა, თუ მკითხავთ რა უფრო სარისკოა ჩემი ქვეყნისათვის დენი თუ გაზი, მოსალოდნელი შედეგებით დიდხანს ვიფიქრებდი.

5. აქვს თუ არა აზერბაიჯანს საექსპორტო გაზზე მის მოცულობებზე პრობლემები? დიახ, ნამდვილად აქვს მაგალითად, 2015 წელს “სასაქონლო გაზის” მოცულობა აზერბაიჯანში იყო 18,9 მილიარდი მ3 (ეს აზერბაიჯანული მონაცემია BP ყოველთვის ნაკლებს აჩვენებს), აქედან 10 მილიარდი მ3 შიდა მოხმარებაა, 6,6 მილიარდი მ3 საექსპორტო კონსორციუმის ვალდებულება, დაუმატეთ ამას საქართველოს 2,5 მილიარდი მ3, დანაკარგები ქსელში და თუ ამის შემდეგ ვინმე იტყვის მათ მოცულობების პრობლემა არ აქვთ,მართლა სხვა პრობლემასთან გვექნება საქმე. “სოკარს” მხოლოდ ან “გაზპრომის” ან ირანული გაზით შეუძლია ამ მოცულობების დაბალანსება. ეტყობა მათი “გაზპრომთან” 2 მილიარდიანი მ3 პარტნიორობაც ამის გამოძახილია.

6. არის რაიმე გამოსავალი? მე ადრეც აღვნიშნე დეფიციტი არსებობს და დავდექით იძულებითი აუცილებლობის წინაშე – გაზის ბალანსი შესავსებია. შეიძლება მაგალითად, გავაჩეროთ თბოელექტროსადგურები და დავიწყოთ დენის იმპორტი თურქეთიდან დაახლოებით 450 მგვტ სიმძლავრის და მოვემზადოთ სამომხმარებლო ტარიფების გასაძვირებლად. ან გადავიყვანოთ თბოსადგურები სხვა საწვავ მაზუთზე, თუმცა ეს შესაძლებელია ჯერ ჯერობით, (მე რამდენადაც ვიცი გვაქვს გარკვეული, სარეზერო მოცულობა) შეზღუდულად.

ნაცებმა ამ მეურნეობის გასანადგურებლად როგორც ყოველთვის ფუნდამენტურად იმუშავეს. ამიტომ ეს მეურნეობა აღსადგენია, ძველ ბლოკებს და “ინტერრაოს” ბლოკსაც შეუძლია ამ საწვავზე მუშაობა. სხვათა შორის, ამის შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელებთანაც მაქვს ნასაუბრები (სარეზერვო მაზუთის გამოყენებაზე) წინა წლის შემოგდომაზე.