06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა

 ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში მითიტებულია, რომ ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე გაიცა პირობიანი ნებართვა გასულ კვირას გაიცა და მშენებლობის ნებართვის აღების შედეგად, პროექტში ინვესტირება გახდა უფრო მიმზიდველი და ნაკლებად რისკიანი.

პროექტის  წინასწარი სავარაუდო ღირებულებაა 730 მლნ აშშ დოლარია.

პროექტი ხორციელდება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდ. რიონზე, ის ხელს უწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის 433 მგვტ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2015 წლის 24 დეკემბერს გამოცხადდა ინვესტორის შერჩევა პროექტის მფლობელის – სს „ნამახვანის“ აქციონერის, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ. დაინტერესებული ინვესტორები წინადადებებს წარმოადგენენ არაუგვიანეს 2016 წლის 7 აპრილისა. პროექტის განხორციელების მოდელად შერჩეულია – „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება.“

ინვესტორების კანდიდატები შეირჩევიან პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილების და ფინანსური რესურსის შესაბამისად, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდება ის ინვესტორი, რომლის მიერ საქართველოს მთავრობისათვის შეთავაზებული ტარიფი იქნება ყველაზე დაბალი. გამარჯვებული ინვესტორი საქართველოს მთავრობასთან გააფორმებს იმპლემენტაციის ხელშეკრულებას, რის შემდეგ, ის ვალდებული იქნება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ააშენოს და მართოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]