08/05/2024
Latest:
მსოფლიო

NASA 18 000 დოლარს გადაუხდის მას, ვინც 70 დღეს საწოლში იწვება

NASA მოხალისეებს ეძებს, რომლებიც 70 დღის განმავლობაში საწოლში იწვებიან. ეს სიმართლეა, ნასა მზადაა ამაში მოხალისეებს  $18,000 გადაუხადოს. მოხალისეს შეუძლია ტელეფონზე ითამაშოს, წიგნი იკითხოს, “სკაიპით” მეგობარს ესაუბროს, ონლაინგაკვეთილებს დაესწროს კომპიუტერით – ერთი სიტყვით გააკეთოს ყველაფერი, რაც საწოლიდან ადგომას არ მოითხოვს.

მათ კი, ვისაც ბავშვობის ოცნებად კოსმონავტობა ჰქონდათ, შეუძლიათ ორმაგი ენთუზიაზმით მიიღონ პროექტში მონაწილეობა, რადგან ეს ექსპერიმენტი სწორედ კოსმონავტების საკეთილდღეოდ ტარდება. ექსპერიმენტში მონაწილეობით თქვენ დაეხმარებით ქვეყანას, უფრო მალე დაძლიოს, ალბათ, უკვე ერთადერთი წინაღობა სამყაროში – სივრცე. რამდენიმე წელიწადში, როდესაც ასტრონავტები მარსზე დადგამენ ფეხს, ამ ტესტის შედეგები შეიძლება დაეხმაროს მეცნიერებს ამ სირთულის უფრო მალე დაძლევაში. “რასაც რეალურად მივაღწევთ ამ ექსპერიმენტით, არის ის, რომ დავეხმარებით ასტრონავტებს, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა ჰაერში ყოფნისას”.

NASA 18 000 დოლარს გადაუხდის მას, ვინც 70 დღეს საწოლში იწვება

კვლევის მიზანი არის შეისწავლოს მიკროგრავიტაციის ეფექტი ადამიანის სხეულზე. ექსპერიმენტი მიზნად ისახავს, რომ განსაზღვროს ის საშიშროება, რაც კოსმოსში ყოფნისას ასტრონავტის სხეულს შეიძლება დაემუქროს წოლისა და უმოძრაობის გამო. საწოლები, რომელშიც ექსპერიმენტის მონაწილეები იწვებიან, დახრილი იქნება 6 გრადუსით 70-ვე დღის განმავლოვაში.

როდესაც ასტრონავტები ატარებენ კვირას და თვეებს სივრცის გარშემო ცურვაში, მათ არ სჭირდებათ იოტისოდენაზე მეტი ენერგიის გამოყენება, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მათი კუნთები შვებულებაში გადიან – აცხადებს ექიმი კრომველი.

NASA ასეთ ექსპერიმენტებს კონტრქმედებებს უწოდებს, რომლებიც მიზნად ისახავს დააზუსტოს, რა ცვლილებებს გადის სხეული კოსმოსში ყოფნისას და რამდენად მალე შეძლებს ის ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდეს მას შემდეგ, რაც კოსმონავტი ისევ დედამიწაზე დაბრუნდება.

“შესაძლებლობა, რომ დედამიწაზე გამოვიკვლიოთ ეს ყველაფერი, დიდ დახმარებას გვიწევს. ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაგვეხმარება იმის გაანალიზებაში, თუ რამდენად რთული ან ადვილი იქნება კოსმონავტებისთვის ჰაერში ყოფნა დღეების განმავლობაში”, – აცხადებს NASA-ს პროექტების მენეჯერი ჯო ნეიგუტი.

NASA 18 000 დოლარს გადაუხდის მას, ვინც 70 დღეს საწოლში იწვება

მართალია, პროექტში მონაწილეობა ფორმალურად ნებისმიერი ადამიანისთვის არის შესაძლებელი, მაგრამ NASA ძალიან ჯანმრთელ ადამიანებს ეძებს, რომლებიც ამ გამოცდას გაუძლებენ და რომლებსაც ჯანმრთელი სხეული ექნებათ.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები, რომლებსაც შევარჩევთ ექსპერიმენტისთვის, ფსიქიკურად გაწონასწორებულები არიან და 70 დღეს წოლას შეძლებენ. ეს ყველას არ შეუძლია.” – აცხადებს ექიმი კრომველი.

მათთვის ვინც დარწმუნებულია თავის ფსიქიკურ, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და გამძლეობაში, უკვე შეუძლიათ შესაბამისი აპლიკაციის ფორმის შევსება.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]

წყარო: News.ge