05/05/2024
Latest:
მსოფლიო

ისრაელმა უკრაინული კვერცხის იმპორტი აკრძალა

ისრაელმა ქვეყანაში უკრაინული წარმოების ქათმის კვერცხის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ გაზეთი Haaretz–ი იტყობინება. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც 50 წლის მოქალაქე ამ პროდუქციის მიღების შედეგად გარდაიცვალა, 15 ბავშვი კი ჰოსპიტალიზებულ იქნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი კვერცხში არსებული სალმონელა გახდა. Marker–ის ცნობით, უკრაინიდან, სადაც ამ ინფექციის ვაქცინაციის ვალდებულება არ მოქმედებს, კვერცხის ქვეყანაში შეტანა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრმა უკრაინული კვერცხის შეტანის ნებართვა აგვისტოში გასცა, რათა ბაზარზე ამ პროდუქტის დეფიციტის კომპენსაცია მოეხდინა. თურქეთმა, რომელიც ისრაელს კვერცხს აწვდიდა, ქათმის გრიპის გამო ექსპორტი შეწყვიტა.

დეკემბერში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში სალმონელას ერთერთი სახეობა აღმოჩნდა და გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქათმის ხორცისა და კვერცხის მიღებისას ჰიგიენის წესები დაეცვა.

commersant.ge