მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი:”პანამის დოკუმენტების” უკან აშშ დგას

რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ე.წ პანამის დოკუმენტების უკან შეერთებული შტატები დგას. აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში, მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კრემლის  ლიდერის შეფასებით,  გამოქვეყნებული დოკუმენტები „რუსი ხალხის ერთიანობის შერყევის მცდელობაა“. კრემლის ლიდერი ირწმუნება, რომ გავრცელებულ დოკუმენტაციაში რუსეთის დანაშაულებრივი ქედებები არ იკვეთება.

“ფაქტია, რომ  ამ ფაქტის უკან შეერთებული შტატების ოფიციალური პირები და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები დგანან. ეს WikiLeaks-მაც ხომ გამოავლინა?“.

ამის ყველაზე მარტივი გზა – ხელისუფლების ორგანოების, მმართველი ორგანოების მიმართ უნდობლობის შექმნაა საზოგადოების შიგნით. ეს წარმატებით იქნა გამოყენებული პირველი მსოფლიო ომის ტრაგიკულ წლებში, როცა ქვეყანა დაშლამდე მიიყვანეს“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას მსოფლიოს წამყვანმა გამოცემებმა დოკუმენტები გაასაჯაროვეს, სადაც მითითებულია, რომ კანადის კომპანია Mossack Fonseca, რიგ შემთხვევებში პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს ფულის გათეთრებაში ეხმარება.

დოკუმენტში საუბარია 72 ამჟამინდელ ან ყოფილ სახელმწიფოს მეთაურებსა და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე, ასევე ბიზნესმენებსა დაკულტურის მოღვაწეებზე.

სამშაბათს, პანამის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „პანამის დოკუმენტებში“ ნახსენები ობშორული კომპანიების საკითხზე გამოძიება დაიწყო.

წყარო: ipress.ge