04/05/2024
Latest:
საზოგადოება

Nneka-ს კონცერტის ბილეთების გაყიდვა იწყება

კომპანია Funday entertainment -ის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 12 სექტემბერს, 20:00 საათზე, ცნობილი ნიგერიელი არტისტის, ჰიპ-ჰოპის, სოულისა და რეგეის ვარსკვლავის Nneka-ს კონცერტი სახელწოდებით “Walking To Tbilisi” გაიმართება.

ბილეთების შეძენა ხვალიდან, 9 აგვისტოდან, 11:00 საათიდან იქნება შესაძლებელი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში და საიტზე TKT.GE.
პრე სეილის განმავლობაში ბილეთების ფასი 30-დან 100 ლარამდე იმერყევებს. ერთი კვირის ან 1000 ბილეთის გაყიდვის შემდეგ კი ღირებულება გაიზრდება.