05/05/2024
Latest:
მსოფლიო

პლანეტის 1% უმდიდრესი ადამიანების ქონება დანარჩენი 99%–ის ქონების ტოლია

Oxfam-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაფუძვნებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1% იმდენივე ქონებას ფლობს, რამდენსაც დედამიწის დანარჩენი 99% მოსახლეობა ერთად აღებული.

Oxfam-მა ასევე დათვალა, რომ მსოფლიო 62 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება, მოსახლეობის ღარიბი ნაწილის ნახევრის, 3,6 მილიარდი ადამიანის ქონებას უტოლდება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სულ რაღაც 5 წლის წინ ანალოგიური სტატისტიკა 388 ადამიანის ქონებას შეესაბამებოდა. მონაცემები მომზადებულია Credit Suisse-ს ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით.

gap

„საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია“ „დავოსის“ ყოველწლიური სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს მგავსი უთანასწორობის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ანალიტიკოსები ყურადღებას არასათანადო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ამახვილებენ, რომელიც საშუალებას იძლევა ერთეული ადამიანები ათასობით ადამიანის ხარჯზე გამდიდრდნენ. ამის შესახებ არამხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები, არამედ აშშ-ს პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატებიც საუბრობენ, თუმცა რეალური ქმედებები არ ჩანს.

კვლევის თანახმად, თუ თქვენ ფლობთ 68 800 დოლარის ნაღდ ფულს ან/და აქტივებს, წარმოადგენთ მსოფლიო მოსახლეობის 10%-ს, ხოლო 1%-ში მოსახვედრად 760 ათასი დოლარის ქონა არის აუცილებელი. ეს ნიშნავს, რომ ლონდონში საშუალო დონის სახლის ქონა, დიდი ალბათობით, 1%-ში შესვლას ადასტურებს.

„ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკა ფუნქციონირებდეს საყოველთაო კეთილდღეობისთვის, მომავალი თაობებისთვის, რეალურად სახეზეა უმდიდრესი 1%-ის გამდიდრებაზე ორიენტირებული სისტემა“ – ნათქვამია Oxfam-ის კვლევაში.

Credit Suisse-ს განმარტებით, ციფრები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, თუმცა არა ძირეულს. მაგალითად, ძალიან მდიდარი ადამიანების ქონებაზე ზუსტი იფორმაციის მოძიება რთულია. ასევე მიუწვდომელია ინფორმაცია ქონების შესახებ გარკვეულ ქვეყნებშიც.

თუმცა, ფაქტი ისაა, რომ მსგავსი უთანასწორობა მსოფლიოში დიდი ხანია არ დაფიქსირებულა. Oxfam მოუწოდებს მთავრობებს დაიწყონ რეალური ქმედებები არსებული ტენდენციის შესაჩერებლად. გამოსავალს კი ხელფასებისა და სხვადასხვა კომპენსაციების გაზრდაში, სამედიცინო სერვისებზე ფასებისა და გადასახადების შემცირებაში ხედავენ.

რამდენად რეალურია მსგავსი „სამოქმედო გეგმა“, თავად განსაჯეთ.