05/05/2024
Latest:
მსოფლიო

ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

2015 წელს მსოფლიო კლიმატმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობის შესამცირებლად და გლობალური დათბობის შესაჩერბლად დეკემბერში ხელეშეკრულებასაც მოეწერა ხელი. გასულ წელს ცვილებები ენერგოსექტორმაც განიცადა. პირველად ისტორიაში შემუშავდა გლობალური განვითარების გეგმა, რომელიც მხოლოდ ენერგიისთვის იყო განკუთვლნილი. ამ გეგმის განხორციელების შედეგად საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიის წყაროებზე წვდომაა შესაძლებელი.

მიზნის რეალობად ქცევისთვის აუცილებელია უფრო დიდი რაოდენობის მზის, ქარის და გეოთერმული ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენება. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ ცვლილებებს ახორციელებენ უკეთესი კლიმატის მისაღებად.

მაროკო
საჰარის უდაბოს კუთხეში მდებარე ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ენერგოიმპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში უდიდეს მზის ელექტროსადგურს აშენებს. ამუშავების შემდეგ ობიექტზე მილიონი მაროკოელისთვის საჭირო ელექტროენერგიას გამომუიმუშავებენ. ეს კი ქვეყნის წიაღისეულზე დამოკიდებულებას 2,5 მილიონი ტონა ნავთობით შეამცირებს.

ბანგლადეში
ქვეყანაში დიდი სისწრაფით იზრდება მზის პანელებით აღჭურვილი სახლების რაოდენობა. დაახლოებით 3,5 მილიონი სახლი(18 მილიონი მოქალაქე) უზრუნველყოფილია მზისგან მიღებული ენერგიით. მსგავსი ცვლილებები არა მარტო ამცირებს გამოყოფილი ნახშირბადის დონეს, არამედ ზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობასაც.

ჩინეთი
მიმდინარე პროექტის დასრულების შედეგად 800 დაწყებითი და საშუალო სკოლის სახურავებს 100 მეგავატი ენერგიის მქონე მზის პანელებით დაფარავენ. ელექტროენერგიის მსგავსი სახით მიღება და საცხოვრებლად ჯანმრთელი პირობების შექმნა მომავალი თაობისთვის კარგი მაგალითი იქნება.

მექსიკა
აქ ცვლილებები ძირითდად ენერგიიის უფრო ეფექტურად გამოყენების მიმართ მიმდინარეობს. მექსიკამ ენერგოეფექტურობის პიკს მთელი ქვეყნის მაშტაბით 23 მილიონი ენერგოდამზოგავი ნათურის უფასოდ დარიგებით მიაღწია. ამის შედეგად კი დაახლოებით 5,5 მილიონი მექსიკური ოჯახი 18 პროცენტით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ეს კი ყოველწლიურად 1.4 მილიონი ტონა ნახშიროჟნგის გამოყოფისგან იცავს ქვეყნის კლიმატს.

ტანზანია
12 ქვეყანაში ჩატარებული ენერგიის განაწილების კვლევის მიხედვით, ტანზანიის მზის და ქარის ენერგიას დიდი პოტენციალი გააჩნია. კვლევის მიხედვით ქვეყნის მზის ენერგიის რესურსები ესპანეთის ეკვივალენტურია, ქარის კი კალიფორნიის შტატისას აჭარბებს. მაგრამ რას ნიშნავს ეს იმ ოჯახებითვის, რომლებსაც ელექტროენერგიის მიღების საშუალება არ აქვთ? სულ მალე წყალმომარაგების ობიექტები მზის პანელებით მიღებული ელექტროენერგიით იქნება უზრუნველყოფილი. ეს კი სოფლის მეურნებისთვის უფრო ხელმისაწვდიმი იქნება.

თურქეთი
ქვეყანამ ბოლო წლებში დიდ წარმატებებს მიაღწია განახლებადი ენერგიის განვითარების მხრივ. 2001 წლის შემედეგ თურქეთში განახლებადი ენერგიის(მზის, ქარის, გეოთერმული და ა.შ.) საშუალებით 16 000 მეგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. სუფთა ტექნოლოგიების ფონდის დახმარებით EBღD, IFჩ და მსოფლიო ბანკმა ქვეყნის განახლებადი ენერგიის სეტორის დაფინანსება დაიწყეს. შედეგად თურქთის ჰაერში გავრცელბეული ნახშიროჟნგის რაოდენობა 5 მილიონი ტონით შემცირდა.