მსოფლიო

სად, რა ღირს ბენზინი – მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემები

2016 წლის 11 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0,98 ამერიკული დოლარია. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნების მონაცემები შორის სხვაობა დიდია.

დაცულია ძირითადი პროპორციებიც. როგორც წესია, „მდიდარ“ ქვეყნებს ბენზინზე მაღალი ფასი აქვთ დაწესებული, ხოლო  „ღარიბ“ ქვეყნებსა და ნავთობის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებს დაბალი.  გამონაკლისი, მხოლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებია.

როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო ბაზრაზე ყველა ქვეყანა თანაბარ ფასებში ყიდულობს ბენზინს. ფასებს შორის განსხვავება, კი ძირითადად, განპირობებულია სხვადასხვა გადასახადებითა და სუბსიდიებით, რომლებსაც სხვადასხვა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლები აწესებენ.

მაგალითისთვის, ვენესუელაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ავტომობილის გამოყენება თითქმის უფასოა.

გთავაზობთ ფასების სრულ ჩამონათვალს: