რომელი სმარტფონები ფუჭდება ყველაზე ხშირად
კომპანია Blanco Technology Group-მა იმ სმარტფონების რეიტინგი წარადგინა, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოდის მწყობრიდან და ფუჭდება.
კვლევის თანახმად, ანდროიდზე მომუშავე [checklist][/checklist][checklist][/checklist]სმარტფონები უფრო ხშირად გზავნიან სიგნალს შეცდომებთან დაკავშირებით, ვიდრე iOS სისტემაზე მომუშავე მოწყობილობები.
2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სისტემიდან გამოსვლის შესახებ შეტყობინებების 85% ანდროიდ მოწყობილობაზე მოდის, 15% კი Apple-ზე.
Apple-ის მოწყობილობებს შორის საჩივრების ყველაზე დიდი წილი – 25% iPhone 6-ზე მოდის, 17% – iPhone 5s-ზე, 14% – iPhone 6Plus-ზე.
ამასთან ერთად, კვლევაში აღნიშნულია, რომ მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ტელეფონის მფლობელის ქმედებაა და არა – ქარხნული წუნი. ამიტომ სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, სწორად დატენონ ტელეფონი, დროულად გაწმინდოდა მეხსიერება და ჩამოტვირთონ სისტემური განახლებები.
კვლევის თანხმად, ყველაზე ხშირად მომხმარებელი კამერასთან დაკავშირებულ პრობლემაზე იუწყება – 8%, 7% – სენსორულ ეკრანთან დაკავშირებით, 6% – ელემენტის დატენვას, 4% კი მიკროფონს.
წყარო: Bpn.ge