03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რუსეთმა სომხეთისთვის გაზის ირანიდან მიწოდების გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოს ჯიბრზე მიიღოს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთს სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდება შესაძლოა უფრო მეტი დაუჯდეს, ვიდრე საქართველოს გავლით , თუმცა მან მაინც “პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს”.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რაში აწყობს რუსეთს ირანიდან მიაწოდოს ბუნებრივი აირი სომხეთს, მაშინ როდესაც ეს უფრო ძვირი დაუჯდება და შეიძლება თუ არა “ეს ჩვენს ჯიბრზე გააკეთოს”, რაზეც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის გამორიცხული. “პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – დასძინა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რუსეთს რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სომხეთი ბუნებრივი აირით ირანიდან მოამარაგოს.

“დღესაც აწვდის გაზს, თუმცა არა მთლიანი მოცულობით, რაც სომხეთს სჭირდება, თუმცა დამატებით ერთი მილიარდი შეუძლია მიაწოდოს სომხეთს ირან-სომხეთს შორის არსებული გაზსადენის მეშვეობით. გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ კი, მათ აქვთ რეალური შესაძლებლობა სრულად დააკმაყოფილონ სომხეთის ბაზარი ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირით. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ ელექტროენერგიის თვალსაზრისით გარკვეულწილად დამოკიდებული ვართ რუსეთზე, შემოგვაქვს ელექტორენერგია, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ყველაზე მაღალია მოხმარება და რეგიონში არსებულ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე საუკეთესო ფასია დადებული ელექტროენერგიაზე რუსეთის მხრიდან”,

– განაცხადა კალაძემ.