რუსეთში ნავთობის წარმოებამ მორიგ რეკორდს მიაღწია
რუსეთში ნავთობის წარმოებამ გასულ თვეში პოსტსაბჭოთა რეკორდს მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რანგის ოფიციალური პირები 2 თებერვალსაც განაგრძობდნენ მუშაობას “ოპეკთან” შესათანახმებლად, შემცირდეს ნავთობის წარმოება. ოპეკი არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ბლოკი, რომლის წევრებსაც არ მიეკუთვნება რუსეთი.
რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტის” ხელმძღვანელი იგორ სეჩინი მოსკოვში შეხვდა “ოპეკის” წევრი ვენესუელის ნავთობმრეწველობის მინისტრ ეულოგიო დელ პინოს და მოგვიანებით განაცხადა, რომ შეხვედრის დროს ისაუბრეს შესაძლო ერთობლივ ძალისხმევაზე ნავთობის გლობალური ბაზრის სტაბილიზაციის მისაღწევად. მაგრამ “ოპეკის” წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის ზომების კოორდინაციაზე საუბარს ამ კვირაში არ მოჰყოლია გლობალურ ბაზრზე ნავთობის ფასის გამყარება – განსხვავებით გასული კვირისაგან. ნავთობი 1 და 2 თებერვალსაც განაგრძობდა გაიაფებას. ნიუ-იორკისა და ლონდონის ბირჟებზე ერთი ბარელის ფასი 30 დოლარს ჩამოსცდა და დაღმასვლა გამოიწვია მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე.2014 წლიდან მოყოლებული, ნავთობი თითქმის 75%-ით არის გაიაფებული.
[wpolling id=”11″ width=”” height=””]
www.radiotavisupleba.ge