18/05/2024
Latest:
საზოგადოება

“2016 წელს ჩვენ გვეყოლება 150 ახალი, თანამედროვე და ენერგოდამზოგავი ავტობუსი”

მერიაში „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის“ პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგია თბილისის მერს დავით ნარმანიას და მთავრობის წევრებს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ბერტრანდ გოალუმ გააცნო.

თბილისის მერის განცხადებით მთავრობამ სტრატეგია მოიწონა და მერია სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის შესაბამისი ქმედებები უკვე დავიწყეთ. 2016 წელს ჩვენ გვეყოლება 150 ახალი, თანამედროვე და ენერგოდამზოგავი ავტობუსი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ დავიწყეთ თბილისის მეტროს მოდერნიზაცია. განხორციელდება ვაგონების და 7 სადგურის მოდერნიზაცია. ასევე აღდგება ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. ამასთან დაკავშირებით პროექტი მზად არის და სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით რამდენიმე პროექტი ხორციელდება ახალი გზების და ესტაკადების მშენებლობის მიმართულებით. ამდენად, ეს არის პირველი წლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სტრატეგიის შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ ყოველწლიურად მეტი პროექტი განვახორციელოთ და მივიღოთ თანამედროვე, კომფორტული სატრანსპორტო სისტემა და უკეთესი პირობები შევქმნათ ქალაქში”,

– განაცხადა დავით ნარმანიამ.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]