მსოფლიო

რომელ ქვეყნებშია ყველაზე დაბალი ანაზღაურება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც სხვა მრავალ სტატისტიკასთან ერთად, ასახულია 15 ქვეყნისგან შემდგარი სია, სადაც ყველაზე დაბალი წლიური ანაზღაურებაა. მონაცემები დამუშავებულია მთლიანი შედა პროდუქტისა და მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის გამოყენებით.

ციფრები გადაყვანილია აშშ დოლარში ფაქტობრივი მსყიდველობითი უნარით, თანაბარი სურათის შესაქმნელად (ადგილობრივი გაცვლითი კურსი და ინფლაცია არ არის გათვალისწინებული).

როგორც მოსალოდნელი იყო, სია ძირითადად შედგება აფრიკის კონტინენტის წარმომაგდენლლებითა და გფანვითარებადი ქვეყნებით.

ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე გამოწვეული პოლიტიკური არასტაბილურობით, სოციალური ხარისხის მიუღებელი ფორმითა და განათლების მიღების შესაძლებლობებით.

 

გამოსარჩევია პირველი ადგილი. ჩრდილოეთ კორეა, 25 მილიონიანი მოსახლეობით, ითვლება ყველაზე  ჩაკეტილ ეკონომიკად მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის გადმონაშთი XXI საუკუნეში გამოირჩევა არასწორი ეკონომიკური რესტრუქრუზაციული პოლიტიკით, რომელმაც მიზავს ვერა და ვერ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ჩრდილოეთ კორეის ყველა ეკონომიკურ თუ არაეკონომიკურ მონაცემებზე წვდომა დაბლოკილია, უკანასკნელი კვლევებით საშუალო ხელფასი ძალიან დაბალია. ამ ყველაფერს თან სდევს, ადამიანების უფლებების დარღვევა, რაც შრომის ბაზარზეც იჩენს თავს.