მსოფლიო

Harvard პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების პროგრამას აცხადებს

Harvard-ის უნივერსიტეტი სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. სტიპენდიის მოპოვება 24-დან 32 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის მოქალაქეები არიან. სტიპენდია სწავლის სრულ დაფინანსებას მოიცავს და აპლიკაციის გაგაზავნის ბოლო ვადა 1 დეკემბერია.

პროგრამაში მონაწილეობა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს შეუძლიათ. დაფინანასება ოწწლიან საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტეზე ცხადდება.

სტიპენსიის მოსაპოვებლად კანდიდატს GRE-ის ან GMAT-ის ტესტი დასჭირდება. ასევე, სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობაც: TOEFL-ის ტესტის შემთხვევეაში მინიმალური სავალდებულო ქულებია:

IBT – 100
CBT – 250
PBT – 600

IELTS-ის შემთხვევაში მინიმალური მოთხოვნა 7 ქულაა.

ონლაინ აპლიკაციის გაგზავნა ფასიანია და მისი ღიორებულება 100 დოლარია. სხვა საბუთებთან ერთად აპლიკანტს რეკომენდაციის წერილის, რეზუმეს, მოტივაციის წერილისა და უნივერსიტეტის ქულების საბუთის გაგზავნაც მოუწევს.

სასტიპენდიო პროგრამაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

წყარო: businesscontract