05/05/2024
Latest:
საზოგადოება

რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილების 60 პროცენტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40 % კი მის საკუთრებაში არსებულ შპს “პანორამას” დაუბრუნდება.
ტელეკომპანიის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ “რუსთავი 2″-ის ყველა ადვოკატმა, ერთის გარდა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის – ქიბარ ხალვაშის სხვა მოთხოვნებს, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა არხის საავტორო უფლებების დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. როგორც ცნობილია, ქიბარ ხალვაში ზიანის ანაზღაურების მიზნით 18 მილიონ დოლარს ითხოვდა.
ამასთან, როგორც  სასამართლო იუწყება, მოსამართლემ ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები ბათილად გამოაცხადა.

[wpolling id=”9″ width=”” height=””]